logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: არჩევნებმა ცხადყო, რომ ნიკოლ ფაშინიანი სომეხი ხალხის ნდობით სარგებლობს
- +

7 ივლისი. 2021. 22:13

 

„სომხეთში ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადყო, რომ ნიკოლ ფაშინიანი სომეხი ხალხის ნდობით სარგებლობს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ შეხვედრაზე.

 

„მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ არჩევნების შედეგები. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის, პირველ რიგში, სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის. რთული და სენსიტიური საკითხების გადაწყვეტა ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში შეიძლება. ამისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხის ნდობის ქონა. არჩევნების შედეგებმა ეს ცხადყო“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მხარეები რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული დღის წესრიგის საკითხებსა და 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების განხორციელების პროცესს განიხილავენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner