ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა სანადირო თოფიდან მოხდა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.