თურქეთში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა საპრობაციო ვადა შესაძლოა, საქართველოში მოიხადონ. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თურქეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე დეკემბერში, რომლის შედეგადაც მოხდა გარკვეული შეღავათების დაწესება საქართველოს მოქალაქე პატიმრებისთვის, რომლებიც სახჯელს იხდიან თურქეთის რესპუბლიკაში. ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ და არავისთვის არის დასამალი, რომ გარკვეულ შეღავათებს ვუკეთებთ თურქე მოქალაქე პატიმრებს. განვიხილეთ საპრობაციო საკითები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და აქ იცხოვროს, რაც გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თურქეთის მინისტრმა გვითხრა, რომ საპრობაციო ვადა საქართველოში მოიხადოს ადამიანმა", - განაცხადა კახიშვილმა.