logo_geo
eng_logo
ნათია ბერიძე: თქვენ ხომ არ ხართ ის ხალხი, ჟურნალისტებს თავზე რომ ავტომატს ადებდით და ისე გაგყავდათ ეთერიდან?!
- +

8 ივლისი. 2021. 01:54

 

ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„პატივცემულო „ნაცებო“, ნუ ნიღბავთ აქციას „მედიის სოლიდარობის“ სახელით! თქვენ სოლიდარობასთან საერთო არაფერი გაქვთ, მითუმეტეს არასოდეს არ დგახართ ჩვენს გვერდით მაშინ, როცა  საჭიროა. თუ თავი გაქვთ, აღიარეთ, რისთვის გადიხართ.

 

ახლა რომ ხედავთ, ეს თემა ხალხმა აიტაცა, თქვენც შეინიღბეთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ დღეს დაანონსებულ აქციას, სადაც უგულავა ორგანიზატორთა სიაშია, კაცი, რომელიც 24/7 ჩემი ლანძღვითაა დაკავებული, კაცი, რომელიც „იმედის“ ჟურნალისტს უყვიროდა და შეურაცხყოფას გვაყენებს მუდმივად, საერთო არაფერი აქვს მედიის სოლიდარობასთან! რუსთაველზე აპირებთ lgbt დროშების ფრიალს!

 

ჩვენი ჟურნალისტი, თქვენი ქაჯობის გამო რომ მარტვილში დაშავდა, ერთხელ არ გიხსენებიათ და ახლა, დღეს გახდით სოლიდარულები?!

 

ვის გინდათ დააჯეროთ, ქალბატონო ხოშტარია?!  ან თქვენ, ქალბატონო დეკანოიძევ?! ან კვესიტაძეს რა საერთო აქვს სოლიდარობასთან? მითუმეტეს თავისუფალ მედიასთან?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, რომ გვემუქრებით, მთავრობაში მოვალთ და „იმედი“ და „პოსტივი“ აღარ იქნებაო?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, „საზმაუს“  რომ ბოიკოტი გამოიცხადეთ და აქეთ ცილი დასწამეთ, არ გვწერენო?! თქვენ ის ხალხი არ ხართ, „იმედი“ რომ დაარბიეთ?! ის ხალხიც ხომ არ ხართ,  „იბერიაში“ რომ შეიჭერით?! თქვენ ხომ არ ხართ ის ხალხი,  ჟურნალისტებს რომ თავზე ავტომატს ადებდით და ისე გაგყავდათ ეთერიდან?!

 

გული ამერევა ამ ფარისევლობაზე!!!!“ - წერს ნათია ბერიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner