„უკიდურესაც მიუღებელია, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი პირის მიერ, ნებისმიერ ჟურნალისტზე თავდასხმა“, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი 5 და 6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
„სამართალდამცავი ორგანოები ყველა დამრღვევ პირს ადეკვატურ პასუხს გასცემენ. მიმდინარეობს გამოძიებები და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა კანონდამრღვევს იმოქმედონ კანონის ფარგლებში და დაიცვან წესრიგი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.