logo_geo
eng_logo
ერთი დღით ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
- +

8 ივლისი. 2021. 10:08

 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00 საათიდან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათი ინფორმაციით, დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით.

 

„ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner