logo_geo
eng_logo
ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტის მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირის ლიკვიდაცია განახორციელეს
- +

8 ივლისი. 2021. 10:26

 

 

ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა პრეზიდენტ ჯოვენელ მოისზე თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. დაკავებულია კიდევ ორი პირი. ამასთან, გათავისუფლებულია მძევლად აყვანილი სამი სამართალდამცველი.

 

გავრცელებული ვერსიით თანახმად, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი.

 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ თავდასხმისას დაშავებული პირველი ლედი მარტინა მოისი სამკურნალოდ აშშ-ში, კერძოდ კი, მაიამიში გადაიყვანეს.

 

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჯოზეფმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და 15-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner