საქართველოს მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ფეხბურთის ფედერაციის და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი, ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.