ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
სამართალდამცავებს ალყაში ჰყავთ მოქცეული მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფია მობილიზებული. ევაკუირებულია ახლოს მდებარე შენობებიც.
პოლიციის განცხადებით, ისინი ვითარებას აკონტროლებენ. ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ დაუპატიმრებიათ.