logo_geo
eng_logo
ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
- +

20 ივლისი. 2016. 18:19



ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.


სამართალდამცავებს ალყაში ჰყავთ მოქცეული მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფია მობილიზებული. ევაკუირებულია ახლოს მდებარე შენობებიც.


პოლიციის განცხადებით, ისინი ვითარებას აკონტროლებენ. ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ დაუპატიმრებიათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner