logo_geo
eng_logo
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს
- +

8 ივლისი. 2021. 10:29

 

 

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით გორში ხუთი პირი დააკავეს. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცოპერაცია შსს-ს განასკუთრებულ დავალებათა ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.  როგორც ცნობილია, დაკავება გამთენიისას, სახლებიდან მოხდა.

 

ადვოკატი უკვე შეხვდა დაკავებულებს. ნინო შავშიშვილის განცხადებით, მას სისხლის სამართლის მასალები ჯერ არ გადასცემია. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

 

„ჩატარდა სპეცოპერაცია. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ხუთი პიროვნება. ხუთივეს ედავებიან ერთიდაიმავეს, ვითომ ეს ადამიანები არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი. მქონდა მათთან შეხვედრა და მათ წარმოდგენა არ აქვთ ამ ბრალთან დაკავშირებით. არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია გადმოცემული. ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოგვცემენ დოკუმენტაციას და გავეცნობით, რაში ედავებიან. ღამის საათებში მოხდა დაკავება. მოხდა სახლებში შეჭრა, დააზიანეს ყველას კარი, სადაც იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები და ისინი არიან სტრესის ქვეშ“,- განაცხადა ადვოკატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner