logo_geo
eng_logo
პაველ შერემეტის გარდაცვალების გამო გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს
- +

20 ივლისი. 2016. 18:42



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და თანადგომას უცხადებს ჟურნალისტის  ოჯახს.


„ღრმა გულისტკივილით მივიღე ცნობა ჟურნალისტ პაველ შერემეტის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ.

მე პირადად ვიცნობდი პაველს - ყოველთვის საინტერესო თანამოსაუბრეს და გონიერ ადამიანს. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია საერთაშორისო ჟურნალისტიკისთვის.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ პაველის  ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner