logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: მათი მხრიდან ახალი არ არის დესტრუქცია, მაგრამ განცხადებები, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, სამარცხვინოა
- +

8 ივლისი. 2021. 12:17

 

 

„მათი მხრიდან ახალი არ არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა და დესტრუქცია, მაგრამ განცხადებები, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს, უაღრესად შემაშფოთებელი და სამარცხვინოა - საკუთარი თავი აიგდონ მასხრად, სახელმწიფოს თავი დაანებონ“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „პრაიდის“ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

 

ღუდუშაურის თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფოზე საუბრობენ, მოზომილები უნდა იყვნენ და წითელი ხაზები არ გადაკვეთონ.

 

„განცხადება, რომ ჩვენ სახელმწფო არ გვაქვს, საკუთარი თავის მასხრად აგდებაა, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, რომ როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, ცოტა მეტად მოზომილები იყვნენ. ეს არ არის ის საკითხი, რაზეც ხელაღებით საუბარი შეუძლიათ. დიდი ხანია ეს პოლიტიკოსები გასული არიან მომსახურების სფეროდან და ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან. მაგრამ მინდა დაბრუნდნენ და როდესაც სახელმწიფოს ახსენებენ, წითელ ხაზებს ნუ გადაკვეთავენ. სახელმწიფოსთან ფრთხილად იყვნენ როგორც განცხადებებში, ასევე ქმედებებში”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner