logo_geo
eng_logo
ყირიმის და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას საქართველოც შეუერთდა
- +

20 ივლისი. 2016. 18:44



ევროკავშირის გადაწყვეტილებას - გაახანგრძლივოს ყირიმის და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის 23 ივნისამდე, საქართველო შეუერთდა. ამის შესახებ ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია ნათქვამი.


საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას -  მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და უკრაინა შეუერთდნენ.


მოგერინის განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიესალმება აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს სანქციების შესრულების თაობაზე.


ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა.


სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner