logo_geo
eng_logo
ანტონიუ გუტერეში: ვირუსის გავრცელება ვაქცინების განაწილებას უსწრებს - პანდემია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან
- +

8 ივლისი. 2021. 12:47

 

 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვაქცინები, ხოლო პანდემია შორსაა დასრულებისგან.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 4 მილიონს გადააჭარბა.

 

„ვირუსის გავრცელება ვაქცინების განაწილებას უსწრებს. ეს პანდემია ჯერ კიდევ შორსაა დასრულებისგან. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი მიმდინარე წელზე მოდის“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

 

ანტონიუ გუტერეშის თქმით, თუ ვირუსს გავრცელების საშუალება ექნება, კიდევ მილიონობით ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

 

„რაც უფრო აქტიურად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო მეტი შტამი ჩნდება, რომელიც უფრო გადამდები, უფრო მომაკვდინებელი და ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადი იქნება“, - განაცხადა მან.

 

გაეროს გენერალური მდივანი კვლავ გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას ვაქცინაციის გლობალური გეგმა, რათა ვაქცინების წარმოება, სულ მცირე, გაორმაგდეს და მათი სამართლიანი განაწილება უზრუნველყოფილი იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner