logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს
- +

8 ივლისი. 2021. 13:36

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, ე.წ. ინდური შტამი ბავშვებში არ გამოვლენილა, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ ასეთი შემთხვევებიც იყოს. როგორც გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, ე.წ ინდური შტამი უფრო ადვილად ვრცელდება.

 

„რა ინფორმაციაც მაქვს, ინდური შტამის 52 შემთხვევაში, რაც ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, ბავშვი არ არის, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა დასტურდება. ლაბორატორიული დადასტურებიდან ჩვენ შემდგომ ვაკეთებთ მოდელირებას, თუ რამდენი პროცენტი შეიძლება ცირკულირებდეს. ჩვენ ვასახელებთ უკვე 15-დან 20 პროცენტამდე საერთო ცირკულაციაში „დელტას" შტამს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბავშვებშიც იყოს. იცით, რომ ის ახალგაზრდებს მეტად აზიანებს და მეტი გავრცელების, გადადების უნარი აქვს",- განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner