„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელზეც ჩემდა სამწუხაროდ რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო ამბობენ უარს, პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ, ღიად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ნებისმიერ პირს აქვს საშუალება დააკვირდეს პროცესს.
„როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება საქმიანი, საინტერესო კითხვები, ძალიან გულსატკენი და სამწუხაროა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის რიგი წარმომადგენლები ცდილობენ, აღნიშნულ პროცესს თავიანთი ქცევით ჩრდილი მიადგეს. მათი ძირითადი კითხვების ნაწილი კანდიდატებთან მიმართებაში არის შეურაცხმყოფელი ხშირ შემთხვევაში და სცილდება, როგორც ეთიკურ სტანდარტს, ასევე არანაირი საერთო არ აქვს პროფესიულ საქმიან საკითხებთან და ეთიკასთან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.