logo_geo
eng_logo
მარტვილში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

8 ივლისი. 2021. 13:53

 

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში იგება 4 013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე ეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები.

 

სამშენებლო სამუშაოებს  შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს.  პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.

 

კურზუში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner