მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ კურზუს ადმინისტრაციულ ერთეულში ლებერულავე-სანაჭყებიო-დობერაზენის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში იგება 4 013 მეტრი ცემენტ-ბეტონის საფარი. ასევე ეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები, არხები, ცხაურები, მილები და ეზოებში შესასვლელები.
სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 165 589 ლარს შეადგენს.
კურზუში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.