logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატურით
- +

20 ივლისი. 2016. 19:09


 

სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭის.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა კონსულტაციები.


„მინდა, საზოგდოებას ვაცნობო, რომ მივმართავ მთაწმინდის ოლქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი კანდიდატურით. ის, რასაც ვაცხადებდი რამდენიმე კვირა და თვეა, რომ ვაპირებდი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ფორმა ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, ფორმა არის ასეთი - დამოუკიდებელი კანდიდატურა. არც გაგიკვირდებათ და შეიძლება ბევrს გაუხარდეს", - განაცხადა  ზურაბიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner