„ჯვარი პარლამენტის წინ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება მან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა კითხვას, რას აპირებენ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა მიერ საკანონმდებლო ორგანოს წინ თვითნებურად აღმართულ ჯვართან დაკავშირებით.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა ანალოგიური კითხვა კარვებთან დაკავშირებითაც დასმულიყო.
„გეკითხათ, პარლამენტის წინ მრავალი თვის განმავლობაში ცარიელი კარვები რომ იდგა, რატომ იდგა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი არ გვქონდა. კარვების დადგმაც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იყო, მაშინ როცა მიზანი და მიზეზი, რისთვისაც თავის დროზე ოპოზიციამ კარვები დადგა, აღარ არსებობდა. ჯვარიც გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დაიდგა და ვერ გეტყვით, რამდენად შეიძლება ამან რაიმე პროცესებს ხელი შეუშალოს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.