logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს
- +

8 ივლისი. 2021. 15:28

 

 

„შევხვდით სალომე ზურაბიშვილს, მას აინტერესებდა, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მან განმარტა, რაზე ისაუბრა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

 

„ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ, რამდენი ადამიანი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო. მას ჰქონდა კითხვები და ამ კითხვებზე პასუხი გავეცით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner