logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის გაძლიერებას, მხარს დავუჭერ
- +

8 ივლისი. 2021. 16:24

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ჯერჯერობით საპატრიარქოს ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღებას გულისხმობს, არ განხილულა.

 

დეპუტატის თქმით, პარლამენტში მსგავსი კანონპროექტი წარდგენილი არ არის.

 

„ვერ გიპასუხებთ, კონკრეტულ კონტექსტზე ვინ რა სიტუაციაში რა განცხადება გააკეთა, არ ვიცნობ კონკრეტულ იდეას და რა შინაარსი დგას უკან, გამიჭირდება შევაფასო. თუ რაიმე პროექტი იქნება წარმოდგენილი კოლეგის მხრიდან, ჩვენ ამას განვიხილავთ და ვიმსჯელებთ. მე ვიქნები ერთ-ერთი, ვინც მხარს დაუჭირეს, რომ არ მოხდეს ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია და პირიქით გაძლიერდეს. როდესაც საუბარია ქართული ეკლესიის გაძლიერებაზე, ყველა ჯანსაღ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ეკლესიის გაძლიერებას, მხარს დავუჭერ. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, რაც არ მინახავს, რაც არ არის წარმოდგენილი, როგორ შეიძლება ამაზე რამე გითხრათ. არ ყოფილა ჩვენთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია. მე ვიქნები, ვინც მხარს დაუჭერს ქართული ეკლესიის გაძლიერებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner