დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.
მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ რეაგირების მიზნით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს" ოპერატიულად აცნობეს.
ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.