logo_geo
eng_logo
თბილისის მერია სამარშუტო ტაქსების მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

20 ივლისი. 2016. 19:44



დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში,  სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს  ჰქონდა.


აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.


მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ  რეაგირების მიზნით  კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს" ოპერატიულად აცნობეს.


ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner