„ადამიანი შემოსილი იქნება თუ შეუმოსავი, კანონის წინაშე თანაბარია, პასუხს ერთნაირად აგებს, მაგრამ ერთი ადამიანი, ვინც შეიძლება ანაფორაში იყოს გამოწყობილი და შეცდომას უშვებდეს, არ შეიძლება, დედა ეკლესიის პოზიციაში ავრიოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, თუმცა, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ერთი ადამიანი ეკლესიისგან, ვისაც შეიძლება ანაფორა ეცვას და შეიძლება არ იყოს მღვდლის ხარისხში ან სხვა რაიმე ხარისხში.
„ეკლესიას ჰქონდა ჰუმანური დამოკიდებულება. მან ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა, მრევლი შეკრიბა სალოცავად. მღვდელმთავრების ნაწილმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, რაც არ იყო ქსენოფობიური, პირიქით, იყო მოწოდება შერიგებისკენ. რაც შეეხება ცალკეული ადამიანების პოზიციას, რომელთაც შეიძლება ეცვათ ანაფორა, ჩემთვის ეკლესიისგან მკვეთრად გამიჯნულია. ადამიანი შემოსილი იქნება თუ შეუმოსავი, კანონის წინაშე თანაბარია და პასუხს ერთნაირად აგებს, მაგრამ ერთი ადამიანი, ვინც შეიძლება ანაფორაში იყოს გამოწყობილი და შეცდომას უშვებდეს, არ შეიძლება, დედა ეკლესიის პოზიციაში ავრიოთ. რამდენიმე ანაფორიანი არ იყო, მე ერთ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.