logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: ჩამომხრჩვალი ადამიანის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ - ამ შემთხვევაში გახარიას არაფერი აქვს სათქმელი
- +

8 ივლისი. 2021. 18:02

 

 

„მე არ და ვერ გამოვდგები გახარიას მრჩევლად, მაგრამ იქნებ ვინმემ ურჩიოს მას, რომ ასეთ შემთხვევებში მაინც არ გააკეთოს განცხადებები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

„ჩამომხრჩვალი ადამიანის ოჯახში თოკზე არ საუბრობენ - ეს ის შემთხვევაა, როდესაც გიორგი გახარიას არაფერი აქვს სათქმელი. როგორ შეიძლება, რომ კლუბების სპეცოპერაციის ჩამტარებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც 2 საათში ბოდიში მოიხადა, საუბრობდეს ქვეყნის ჩამოშლასა და დაქცევაზე“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

გიორგი გახარიას განცხადებით, „პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფომ მოქალაქეები ვერ დაიცვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner