logo_geo
eng_logo
ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
- +

8 ივლისი. 2021. 18:49

 

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, საბიუჯეტო საკითხები, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სხვა.

 

ირაკლი კოვზანაძემ სავალუტო ფონდის მისიას გაუზიარა საკუთარი შეხედულებები მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner