logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით მომავალი სამიტისთვის
- +

8 ივლისი. 2021. 18:51

 

 

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით მომავალი სამიტისთვის, რადგან ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია მონაწილე წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, არ არის ერთგვაროვანი“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც ქვეყანა მეტ პროგრესს ამჟღავნებს, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს შემხვედრ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდანაც.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელსაც ვფიქრობ, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში უწევს ადაპტირება. სწორედ ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვემზადებით მომავალი სამიტისთვის, რადგან ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია მონაწილე წევრ ქვეყნებთან მიმართებაში, არ არის ერთგვაროვანი. მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა იქნა დაფუძნებული, ქვეყნებმა, მაგალითად საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ გაცილებით მეტი პროგრესი აჩვენა და ჩვენ უკვე ასოცირებული წევრები ვართ. ეს უკვე ვთარგმნეთ პრაქტიკულ განზომილებაში, როდესაც კიევში 17 მაისს დავაფუძნეთ ასოცირებული ტრიო. მისი ფორმალიზაცია უკვე მოხდა ბრიუსელში ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს. არიან ქვეყნები, რომელთაც განსხვავებული ინტერესი აქვთ ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით და სწორედ ამას ველოდებით უახლოესი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომ ეს იყოს შესაბამისად ასახული, შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დოკუმენტებში, რომ იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ ინკლუზიურობა, ყოვლისმომცველობა ამ პროექტის, ხოლო მეორე მხრივ იყოს დიფერენცირებული მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, ასევე სხვა წევრებთან უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში. როდესაც ქვეყანა მეტ პროგრესს ამჟღავნებს, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს შემხვედრ ნაბიჯს ევროკავშირის მხრიდანაც“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner