logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: 5 ივლისს აქციის ორგანიზატორებისა და თავდამსხმელების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ პოლიცია არ და ვერ ყოფილიყო ეფექტური
- +

8 ივლისი. 2021. 18:52

 

 

„5 ივლისს აქციის ორგანიზატორებისა და თავდამსხმელების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ პოლიცია არ და ვერ ყოფილიყო ეფექტური“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ორივე მხარემ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა.

 

„მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო, რომ ჟურნალისტების მიმართ ასეთი ორგანიზებული შეტევა იქნებოდა. რაიმე პოლიტიკური ასპექტით თუ მოხდა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიმართ მისი იმიჯისა და სტაბილურობის წინააღმდეგ არის მიმართული. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონდარღვევა იყო. აქციის ორგანიზატორებისა და თავდამსხმელების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ პოლიცია არ და ვერ ყოფილიყო ეფექტური. ღონისძიებები დაშალეს, შეთანხმებულ დროში არ დაიწყეს და მაშინ დაიწყეს, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა სთხოვდნენ გარკვეული რეჟიმისა და დღის წესრიგის შეცვლას. მოსალოდნელი იყო, რომ სახელმწიფოს ასეთ პირობებში სერიოზული ზარალი მიადგებოდა. როგორც ერთმა, ასევე მეორე მხარემ გარკვეული, მნიშვნელოვანი, სხვადასხვა დონის და ხასიათის წვლილი შეიტანეს იმაში, რომ საქართველოს სერიოზული ზარალი მიდგომოდა.

 

ეს ყველაფერი იმ პირობებს ემთხვევა, რაზეც ვრცლად ისაუბრა ევროკომისარმა, მათ შორის მრავალმილიარდიანი დახმარების გამოყოფის თაობაზე საქართველოსთვის. რაც შეეხება პოლიციას, იმოქმედა პროფესიონალურად. სამწუხაროა, რომ ყველა დარღვევის აღკვეთა ვერ შეძლო და განსაკუთრებით, ჟურნალისტების მიმართ ორგანიზებული თავდასხმა. უნდა შევაფასოთ ვინ დაზარალდა და ხმამაღლა ვინ გაჰყვირის იმ საკითხებზე, რაც სახელმწიფოს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს.

 

ყველა მოქმედების ანალიზიდან, რაც უკავშირდება ევროკავშირის დროშის ჩამოხევას, პოლიციიის მიმართ დაუმორჩილებლობას და პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, შეგვიძლია დავასკვნათ, იყო თუ არა ეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner