logo_geo
eng_logo
გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება
- +

8 ივლისი. 2021. 18:55

 

 

„გორში დედათა და ბავშვთა თავშესაფარი შენდება. ობიექტის მშენებლობის ადგილას დღეს სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო. კაფსულაში მოთავსებული იყო თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თავშესაფრის მშენებლობის წარმატებით დასრულების მიზნით გაფორმდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ვიქტორია ჰორვატმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

წმინდა სოფიოს, აღაპისა, პისტისა და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფარის მშენებლობას უნგრეთის საელჩო აფინანსებს.

 

„გორში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. მიხარია, რომ ის არამარტო თავშესაფარი, არამედ საგანმანათლებლო კერაც იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინიციატივისთვის გორისა და ატენის მიტროპოლიტს, ანდრია გვაზავას, მხარდაჭერისთვის კი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელ, დირექტორს ქეთევან ჩაჩავას“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner