რუმინეთი საქართველოს 10 000 დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გადასცემს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩმა, რაზვან როტუნდუმ განაცხადა.
„2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს ასტრაზენეკას 10 000 დოზა ვაქცინა გადასცემს. ვაქცინების მიწოდება მალე მოხდება“, – წერს რუმინელი დიპლომატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.