logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ნაწამები ქეთევან დედოფალი ინდოეთიდან საქართველოში ბრუნდება!
- +

9 ივლისი. 2021. 02:08

 

 

კარგი ამბავი!

 

სამშობლოსთან დიდი ხნის განშორების შემდეგ ნაწამები ქეთევან დედოფალი ინდოეთიდან  სამუდამოდ საქართველოში ბრუნდება !!!

 

უცვლელად გთავაზობთ დარისპან ფრაშერის პოსტს!

 

მე 10 წელია ვარ  საქართველოს მოქალაქე და წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს საელჩოში ინდოეთში. მე ვემხრობი ყველა ჩატარებულ პროცედურას. ვიცი, რომ ჩნდება ბევრი კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით. ახლა ვარ საქართველოში და ვეხმარები ინდოეთის საელჩოს. ბოლოს, გიორგი ჩალაძეს მეშვეობით შევხდი დავით ხიდაშელის.

 

ეს საქმე წლებია ნელ-ნელა მიმდინარეობს, მაგრამ პროცესი ინდოეთსა და საქართველოში დაჩქარდა ბატონი დავით ხიდაშელის დახმარებით, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი!

 

დადგა ეს ბედნიერი დღეც, რომელშიც მეც შევიტანე პატარა წვლილი. წმინდა ქეთევანის ნაწილები სამუდამოდ დაბრუნდება საქართველოში!

 

საქართველოში მობრძანდება 9 ივლისს და 10 ივლისს იქნება სამებაში 2 საათზე. მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთის მთავრობას, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. გილოცავთ ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში და გილოცავთ ყველა მოქალაქეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner