logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მადლობა დავით ხიდაშელს, დავითგარეჯის უნიკალური რუკების შემდეგ, ეს მისი კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმეა
- +

9 ივლისი. 2021. 11:21

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„დღეს საქართველოში უდიდეს განძს, ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ჩამოაბრძანებენ. როგორც ერთი რიგითი ქართველი, მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, ამასთან ერთად მადლობა ეკუთვნის ბატონ დავით ხიდაშელს. რომ არა მისი უშუალო ძალისხმევა, პროცესი ასე სწრაფად არ დასრულდებოდა. დავით გარეჯის და უნიკალური რუკების შემდეგ ეს მისი კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმეა და ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner