მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას ავრცელებს:
„ვინც კი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა, ყველას სამეგრელოში გადაუწყვეტია დეპუტატობა და ყველა გულზე ხელს იტყამს რომ ზვიადის პატივისმცემელი ვარო.
ახლა კარგად მომისმინეთ- ყველას ყველაფერი ახსოვს! ყველამ ყველაფერი იცის! ამიტომ როგორც კი საარჩევნო კამპანიას დაიწყებთ მყისიერად მოხდება თქვენი მხილება!
ბევრი სიურპრიზი გელით!"- წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.