ამირან სალუქვაძე: როგორც იქნა, საპარლამენტო პარტიები იდეოლოგიურად ჯგუფდებიან...
-
+
9 ივლისი. 2021. 12:04
საპარლამენტო პარტიები იდეოლოგიურად ჯგუფდებიან, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე Facebook-ის გვერდზე.
„მოკლედ, როგორც იქნა საპარლამენტო პარტიები იდეოლოგიურად ჯგუფდებიან.
ამ ეტაპზე შეგვიძლია ორად დავაჯგუფოთ:
- ერთ მხარეს არიან პრაიდის მომხრეები, 15 ხელმომწერი პარტია, მათი მოკავშირეებით, რომლებიც ლგბტქ თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, კერძოდ ქვეყნის ასარევად, ეკლესიის და ხელისუფლების დასაზიანებლად. ზოგიერთებს ახლა „უტყდებათ“ ამ ჯგუფში ყოფნა და უკანა სიჩქარეს რთავენ. თუმცა, ვერც ემიჯნებიან.
- მეორე მხარეს არიან დანარჩენი პარტიები („ოცნება“, ალბათ ელისაშვილი და ა.შ.), რომლებიც ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებების და უსაფრთხოების დაცვის მომხრეები არიან, მაგრამ იდეოლოგიურად ტრადიციული ღირებულებების პოზიციებზე დგანან“, - წერს სალუქვაძე სო,ციალურ ქსელში.