logo_geo
eng_logo
კასპში წულუკიძის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

9 ივლისი. 2021. 12:33

 

კასპში  წულუკიძის ქუჩის რეაბილიტაცია-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე ამჟამად საიაღვრე არხის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული  შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს.  ღირებულება  1 223 780 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთლის და  გურამიშვილის  ქუჩებიც მოასფალტდება. ჯამში ხუთივე ქუჩის ღირებულება 889 991 ლარია.

 

ქუჩების კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, მოძრაობა გახდება უსაფრთხო და კომფორტული, შემცირდება ავტოტრანსპორტით გადაადგილებისათვის საჭირო დროც.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner