logo_geo
eng_logo
ბათუმში ახალგაზრდა კაცი გაშველებისას დაჭრეს
- +

9 ივლისი. 2021. 12:59

 

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ქუჩაში ორ პირს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირება, 35 წლის კაცი კი ცდილობდა მათ გაშველებას და სწორედ ამ დროს, მას, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.

 

დაშავებული კლინიკა „მედცენტრშია“ მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner