ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას და მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რამდენი ტყუილი და უტიფრობა იკადრა გახარიამ ბოლო პერიოდში, მაგრამ ეს მაინც ნომერ პირველია. „რუსთავი 2“-ის მიკროფონთან რომ ამტკიცებს, მიშას არ შევხვედრივარ და ნაცებთან არანაირი შეხება არა მაქვსო, უკან ფონად კი სალომე სამადაშვილი რომ უდგას“, - წერს ანალიტიკოსი facebook-გვერდზე.