logo_geo
eng_logo
რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები 26 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა
- +

9 ივლისი. 2021. 14:22

 

საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, ამჯერად ტერენტი გრანელის ქუჩაზე (ყოფილი „დოსააფის“ შენობა), მე-6 მიკრორაიონში და დავით გარეჯის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს გადასცა.

 

მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას დღეს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა - კახა გურულმა და დავით იშხნელმა მიაწოდეს. რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს მთავრობის განკარგულების ასლები გადასცა.

 

„რუსთავში, ვაგრძელებთ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობენ. დღეს კიდევ 26 ოჯახი გავახარეთ, საკუთრებაში გადაეცათ ის ფართები, რომელსაც რეალურად ფლობდნენ, მაგრამ იურიდიულად არ იყო მათი. ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ, ბოლომდე მივიყვანთ და თითოეული ოჯახი, რომელიც დღესაც ელოდება დაკავებული ფართების დაკანონებას, აუცილებლად მიიღებს საკუთრებაში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

 

ამ მისამართებზე მცხოვრებ 26 ოჯახს, ბინის კანონიერი მფლობელობისთვის, მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.

 

„ვულოცავ იმ მობინადრეებს, რომელთა მრავალწლიანი სურვილი და ოცნება უკვე ასრულდა და მათ საკუთრებაში გადაეცათ დაკავებული ფართები. უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, შედეგად, თანამშრომლობა ხელისუფლების ყველა შტოსთან და მხოლოდ ერთობლივი თანამშრომლობით შევძელით ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და უახლოეს პერიოდში დავასრულებთ ამ პრობლემას“, - განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა.

 

საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც, ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, რუსთავში, დღეისათვის, ჯამში 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner