logo_geo
eng_logo
ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს!.. რამდენი ხალხი მოკლა!- პოლონელმა ანარქისტებმა ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს
- +

22 ივლისი. 2016. 21:55



timer.ge ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში ვიზიტის შესახებ წერს, სადაც სააკაშვილსა და ვარშავის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ინცოდენტი მოხდა:



ორი  დღის წინ, ვარშავას უნივერსიტეტში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრა გამართა. მან თავის გამოსვლაში პოლონელი და ქართველი ხალხის ახლო ურთიერთობებზე ისაუბრა და სმოლენსკის ავია-კატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული დამოკიდებულება გაიხსენა ქართველი ხალხისადმი.


მიხეილ სააკაშვილს, ვარშაველმა ანარქისტებმა, შეხვედრის დასაწყისში, ფოიეში შეახსენეს საქართველოში მისი მმართველობის პერიოდში ჩატარებული რეფორმები და კრიმინალური წარსული, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა მის მიერ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად - უნივერსიტეტის ფოიეში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი "სააკაშვილის 9 წლიანი სისხლიანი მმართველობა", რომელიც უნივერსიტეტის დაცვამ რამდენიმე ხანში ჩაშალა.


სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას, ანარქისტთა ჯგუფმა მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა გამოსვლა, ისინი სააკაშვილს ქართულად ეძახდნენ "მკვლელს", "ქართველ პინოჩეტს" და სკანდირებდნენ "გლდანტანამოს".



„სააკაშვილი ევროპაში დღემდე გმირი გონიათ. იმიტომ, რომ მასზე იმ ინფორმაციის მეტი, რაც მის დროს ვრცელდებოდა, არ შემოდის ევროპისათვის გასაგებ ენაზე. ჩვენ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდის კვლევამ მოგვიწია ქართველი ჟურნალისტის, ეკატერინე ლემონჯავას პოლონური წიგნისთვის დანართის გასაკეთებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ვიცით, რამდენი ხალხი მოკლა, რა ტიპის რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან გვიან გავიგეთ, რამაც საშუალება არ მოგვცა უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი პროტესტი" - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე გ.კ.

 

 

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner