ექსპერტი ამირან სალუქვაძე ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
„გამოაცხადა „მთავარმა“, გადადგებაო და აიტაცა ყველამ. ჯერ ერთი, 100% ჩაატარებს ამ და შემდეგ არჩევნებს. მეორე, ერთ რამეს ვერ ვიგებ, თქვენ რას გაძლევთ? რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციისთვის? ხალხთან მეტი სასაუბრო არ გაქვთ? ოპოზიციის პრობლემებს მიხედეთ. ხალხთან სასაუბრო და შესათავაზებელი არ გაქვთ. ერთადერთი დღის წესრიგი გაქვთ - სახელმწიფოს რყევები, დაღალეთ ხალხი, გული გაუწყალეთ პოლიციას თქვენი თავხედობით, დესტრუქციით და უპატივცემულობით. ახლა წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ეს სისულელეები უნდა ელაპარაკოთ. მერე გიკვირთ, რომ აგებთ არჩევნებს. შემოდგომითაც წააგებთ“, - წერს facebook-გვერდზე ამირან სალუქვაძე.