ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები გადაიყვანეს.
პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ თავშესაფარში ის ცხოველები გადაიყვანეს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებდნენ. თავშესაფარში გადაყვანილ ყველა ძაღლს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. დარჩენილი ძაღლების გადაყვანა კი, ეტაპობრივად განხორციელდება.
მუნიციპალურ თავშესაფარში უკვე დაიდგა ძაღლებისთვის სპეციალური დამატებითი სახლები, ტერიტორია გაიცელა, იღობება და ეწყობა დამატებითი სივრცეები.