logo_geo
eng_logo
ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ნაგავსაყრელიდან მიუსაფარი ძაღლები გადაიყვანეს
- +

9 ივლისი. 2021. 19:59

 

ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები გადაიყვანეს.

 

პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ თავშესაფარში ის ცხოველები გადაიყვანეს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებდნენ. თავშესაფარში გადაყვანილ ყველა ძაღლს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. დარჩენილი ძაღლების გადაყვანა კი, ეტაპობრივად განხორციელდება.

 

მუნიციპალურ თავშესაფარში უკვე დაიდგა ძაღლებისთვის სპეციალური  დამატებითი სახლები, ტერიტორია გაიცელა, იღობება და ეწყობა დამატებითი სივრცეები.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner