„ძალიან სამწუხაროა საია-ს მხრიდან საკუთარ კომპეტენციებში არევა და პირდაპირ პოლიტიკაში შებიჯება“, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საია-ს ხელმძღვანელის განცხადებას, სადაც ნიკა სიმონიშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატები მაღალი სანდოობისთვის მაღალი კონსენსუსით იყვნენ დანიშნულები და ეძებდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოიპოვებდნენ ნდობას არამარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებში".
შალვა პაპუაშვილის თქმით, საია-ს ხელმძღვანელის ეს წაცდენა ადასტურებს, რომ ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური და არა პროფესიული მოტივებით, „საია-ს ხელმძღვანელი: "მნიშვნელოვანია, რომ მაღალი სანდოობისთვის მაღალი კონსენსუსით იყვნენ დანიშნულები და ჩვენ ვეძებდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მოიპოვებდნენ ნდობას არამარტო „ქართულ ოცნებაში“, არამედ სხვა პოლიტიკურ ძალებში". საია-ს ხელმძღვანელის ეს წაცდენა ადასტურებს, რომ ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა პოლიტიკური და არა პროფესიული მოტივებით, ეს გადაწყვეტილება ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთმანეთთან წინასწარ შეათანხმა. ძალიან სამწუხაროა საია-ს მხრიდან საკუთარ კომპეტენციებში ასე არევა და პირდაპირ პოლიტიკაში შებიჯება“ - წერს შალვა პაპუაშვილი.