logo_geo
eng_logo
სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისთვის დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
- +

9 ივლისი. 2021. 21:31

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისთვის დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არის ცოტნე ჩიხლაძე, რომელიც ბრალდებულია საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ფიზიკურ ძალადობაში.

 

მოსამართლე გიზო უბილავამ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობაში ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძის ადვოკატი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან გირაოთი გამოშვებას ითხოვდა.

 

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

 

მედიის წარმომადგენლების, მათ შორის ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის ფაქტებზე დაკავებულ რვა პირს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner