logo_geo
eng_logo
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

9 ივლისი. 2021. 21:32

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ათივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა.

 

დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და ნაწილის შემთხვევაში, გირაოს სახით თანხის გადახდა, ნაწილისთვის კი აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner