logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: არ მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა!
- +

20 ივლისი. 2016. 22:43



ყველასთვის საინტერესოა, შეინარჩუნებს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა'' მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. ექსპერტ არჩილ გამზარდიას შეფასებით ენმ მხოლოდ ხელოვნურადაა ამ პოზიციაზე,



„მე არ მიმაჩნია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა'' დღეს მთავარი ოპოზიციური ძალაა, როგორც ვთქვათ, ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ამ ხელოვნურ სტატუსს თვითონ იქმნის. აქ იგულისხმება, რომ ის არის ყოფილი მმართველი ძალა და ერთადერთი მმართველი ძალა საქართველოში 25 წლის განმავლობაში, რომელიც შემორჩა პოლიტიკური სუბიექტის სახით. სწორედ ამიტომ, ის არის როგორც ყოფილი მმართველი ძალა და მეორეს მხრივ დიდი ფინანსური რესურსების მქონე ფიზიკური სუბიექტი, რის გამოც მას შეუძლია მრავალი ზიანი მიაყენოს ხელისუფლებას ან ზოგადად სახელმწიფოს. მისი რესურსები მნიშვნელოვანია და აი ამ ფაქტორებით იღებს ის ასე ვთქვათ ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს. საზოგადოების პოზიტივით ან ამომრჩევლის რაოდენობით მე არ მიმაჩნია, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა''- აცხადებს არჩილ გამზარდია. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner