ყოფილი პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია 2003 წლის „ვარდების რევოლუციას" იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს 2003 წელია... 15 წუთის შემდეგ პარლამენტის შენობაში შევალთ... უფრო სწორედ, ბურჯანაძე და ჩვენ პირველ ტალღას ვერ შევყვებით... მიშა შევიდა, ჩვენ კარები ჩაგვირაზეს! ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა მიშას მხრიდან... მას მობილურით ქონდა პირდაპირი კონტაქტი შევარდნაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან...
ზურა პარლამენტში არ შეიჭრა... ის რუსთაველის პროსპექტით, პარლამენტის წინ წავიდა!
მოკლედ, რატომ გავიხსენე ეს ფოტო და ფრაგმენტი ჩემი ცხოვრებიდან... კობა ნარჩემაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტს, საკუთარ თავს და ქვეყვის სამსახურს არ უღალატა! ეს ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდა. მერე დაიჭირეს კიდეც, როცა მიშა უკვე სურენობდა და მოწინააღმდეგეს სჯიდა, პირველ რიგში ღირსეულ მოწინააღმდეგეს.
ასე იყო ეს ამბავი!..
წარმატებებს ვუსურვებ კობას! კაცს, რომელმაც ღირსეული ერთგულება და მტრობა იცის!"- წერს ხოფერია.