logo_geo
eng_logo
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ ღია კარის დღეები იმართება
- +

10 ივლისი. 2021. 11:08

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების წესის შესახებ, ღია კარის დღეები იმართება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების ახალი წესი 3 000-ზე მეტ ლიცენზიანტს შეეხება.

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ადმინისტრირების გაუმჯობესების პროექტის მიზანია - ადმინისტრირების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა, ასევე მოხდება გადასახადის გადამხდელების მხრიდან დეკლარირების პროცესის გამარტივება, საინფორმაციო ბაზების დახვეწა და სახელმწიფოს წიაღისეული რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება.

 

ღია კარის დღეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, 12 ივლისის ჩათვლით, პერმანენტულად გაიმართება. შეხვედრები კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner